გენერალური კონსულის ვიზიტი ქ. მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტში
საქართველოს გენერალური კონსული, გიორგი ხუბუა ქ. მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტს ეწვია და შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, პროფესორ, ეველინ კორნთან, საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელთან, პეტრა კნილესთან და სამართლის ფაკულტეტის პროფესორთან, მარკუს როთთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტუდენტური და საუნივერსიტეტო გაცვლების გააქტიურების კონკრეტული შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართლის მიმართულებით თანამშრომლობასა და მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი სასწავლო და საგანმანათლებლო ფორმატების შემუშავების პერსპექტივებს.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ განხილულ ინიციატივებზე მუშაობა და შეისწავლონ მათი პრაქტიკული განხორციელების კონკრეტული შესაძლებლობები.
