განცხადება ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში სტაჟირების თაობაზე
ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულო აცხადებს კონკურსს სტაჟიორის პოზიციაზე. სტაჟიორი დაეხმარება საკონსულოს ყოველდღიურ საქმიანობაში და შეასრულებს საკონსულოს საქმიანობაში ასისტენტის მოვალეობებს.
ძირითადი მოვალეობები
- საკონსულოს მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში
- შეხვედრების დაგეგმვა, კორესპონდენციისა და ოფისის ორგანიზება
- შეხვედრებისა და ოფიციალური ღონისძიებების მომზადება
- ადმინისტრაციული და საკონსულო ამოცანების შესრულებაში მონაწილეობა
- კვლევითი სამუშაოების ჩატარება
- ღონისძიებებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობაში მონაწილეობა
სავალდებულო მოთხოვნები
- სტუდენტის სტატუსი (მინიმუმ მე-4 კურსი) ან ახლახან დასრულებული უმაღლესი განათლება
- საქართველოს მოქალაქეობა
- ქართული ენის ძალიან კარგი ცოდნა (მშობლიური)
- გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა (მინიმუმ B2 ან მშობლიური)
- ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა (მინიმუმ B2)
- MS Office-ის (Word, Excel, Outlook) კარგი ცოდნა
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პროფესიული ეთიკის წესების დაცვა
- ინტერკულტურული კომპეტენცია და კომუნიკაციის უნარები
ჩვენ გთავაზობთ
- დიპლომატიურ და საკონსულო საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობას
- საერთაშორისო და პროფესიულ სამუშაო გარემოს
- პრაქტიკულ გამოცდილებას ადმინისტრაციულ და ასისტენტურ საქმიანობაში
- სტაჟირების დასრულების შემდეგ შესაბამის სერტიფიკატს
სტაჟირების პირობები
- სტაჟირების ხანგრძლივობა: მინიმუმ 3 თვე, მაქსიმუმ 6 თვე
- სამუშაო ადგილი: ქ. მაინის ფრანკფურტი, გერმანია
- საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected]
- სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი
- კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად (განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება)
- სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 (ორ) საუკეთესო აპლიკანტს
წარსადგენი დოკუმენტები
- დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გენერალური საკონსულოს ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით, მისამართზე [email protected] გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
- ავტობიოგრაფია;
- დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
- პასპორტის ასლი;
- ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
- ერთი ფოტოსურათი (3X4);
- ნასამართლობის შესახებ ცნობა.
კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: Bockenheimer Landstraße 97-99, 60325 Frankfurt am Main
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: [email protected]