გენერალური კონსული ჰესენის სახელმწიფო კანცელარიის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს და საკონსულო საკითხებისა და საერთაშორისო პროტოკოლის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გიორგი ხუბუამ ჰესენის სახელმწიფო კანცელარიაში გაცნობითი შეხვედრა გამართა პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, მარკუს დორნთან და საკონსულო საკითხებისა და საერთაშორისო პროტოკოლის განყოფილების ხელმძღვანელთან, მონიკა გლაზენჰარდტთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ქართულ-გერმანული ურთიერთობები და საქართველოსა და ჰესენს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული მარშრუტის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა გენერალური საკონსულოს მიმდინარე ინიციატივები.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური დიალოგი და ხელი შეუწყონ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
